Drag

Arko Development - არკო დეველოპმენტი

Arko-ყველაზე ეკონომიური და ოპტიმალური გადაწყვეტა

დაგვიკავშირდით

რას წარმოადგენს უკარკასო, თაღოვანი სტრუქტურა - ანგარი



    ანგარი, უკარკასო თაღოვანი ნაგებობა, უპირველეს ყოვლისა , ეს არის თანამედროვე (რევოლუციური) სამშენებლო ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს უმოკლეს დროში და მინიმალური დანახარჯებით ავაგოთ სრულყოფილი ნაგებობა. ის წარმოადგენს მთლიანი თუნუქის ფურცლებისგან შექმნილი თაღოვანი პროფილების ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ორმაგი მარყუჟებით და ქმნიან მონოლითურ სტრუქტურას. პირველ ეტაპზე ხდება 0,8- დან 1,8 მილიმეტრამდე სისქის თუნუქის სპეციალური პროფილის დამზადება. მომდენვო ტექნოლოგიური ციკლის დროს ხდება პროფილის გოფრირება და სასურველი დიამეტრის თაღის ფორმირება. ბოლოს კი აღნიშნული თაღებისგან მზადდება ანაკრები კონსტრუქცია, რომელიც მონტაჟდება წინასარ მომზადებულ მეტალის სარტყელზე. აგების სისწრაფე და სიიაფე არანაირ გავლენას არ ახდენს შენობის ხარისხზე. პირიქით, ანგარი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და მტკიცე ნაგებობაა.


Image 1 Image 1

    რაც შეეხება თვითონ სტრუქტურისთვის დამახასიათებელ თაღოვან ფორმას, არაფერი ახალი მასში არ არის. პირიქით, შეიძლება ითქვს რომ თაღი შენობის გადახურვის, ხიდების მშენებლობის თუ ზოგადად საყრდენი კონსტრუქციების შექმნის ყველაზე კონსერვატიული ხერხია და ათასწლეულებს ითვლის. ყველას გვინახავს საქართველოში, ჩვენს ტაძრებზე, ძველ სახლებში თუ სასახლეებში, სარკმლის და კარის თაღოვანი ფორმები, მეორე ათასწლეულის დასაწყისში აგებული „თამარის ხიდები“, რომის აკვედოტები, რომელზეც 2000 წლის წინ წყლის არხი გაიყვანეს და დღემდე ფუნქციონირებს. უამრავი ძველი შენობა თუ ნაგებობა გვაქვს მთელს მსოფლიოში თაღოვანი ელემენტებით.


Image 1 Image 1

    უკვე თანამედროვე, უკარკასო, თაღოვანი სტრუქტურების სამშენებლო ტექნოლოგია დაიბადა აშშ-ში მეოცე საუკუნის 50-იან წლებში და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. მისი ბიუჯეტურობა და სიმარტივე ხელმისაწვდომს ხდიდა სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების მშენებლობას ყველა დარგისთვის თუ სოციალური ჯგუფისთვის, ნებისმიერ ლანდშაფტზე თუ კლიმატურ პირობებში. ამ და კიდევ სხვა უამრავი უპირატესობის გამო, პერმანენტულად იზრდებოდა მისი გამოყენების გეოგრაფიული და დარგობრივი არეალი და დღეს უკვე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შევხვდებით სხვადასხვა ფორმის, ზომის თუ დანიშნულების თაღოვან ნაგებობებს. ახლა ის შეუცვლელი საშუალებაა თანამედროვე მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სამხედრო თუ სამოქალაქო ინფრასრუქტურისთვის.


Image 1 Image 1



უპირატესობები

დაბალი ფასი

   ინდუსტრიულ მშენებლობაში ანგარი ყველაზე ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა. იგი 50-60 პროცენტით უფრო იაფია იგივე ზომის ანალოგებზე. კონსრუქციის სიმსუბუქიდან გამომდინარე არ საჭიროებს რთული ფუნდამენტის მოწყობას. ძირითად შემთხვევებში ფუნდამენტი განთავსდება მიწის ზედაპირთან და სიგანით და სიმაღლით არ აღემატება 40-50 სანტიმეტრს. კონკრეტულ შემთხვევებში, ასევე შესაძლებელია ანგარის მხოლოდ წეტილოვან ფუნდამენტზე განთავსება.

    ანგარი არის თვითმზიდი კონსტუქცია. ესე იგი, გამორიცხავს მზიდი კონსტრუქციის საჭიროებას, რაზეც კლასიკური ნაგებობის შემთხვევაში,მშენებლობის დანახარჯების 60% -მდე მოდის. ანგარის ასაგებად არ ვიყენებთ სხვადასხა ფორმის და კლასიფიკაციის მეტალს, არმირებას, ბეტონს. ნაგებობის ერთადერთ მასალას წარმოადგენს მოთუთიებული და თერმიულად დამუშავებული 0,8 მმ-1,8 მმ სისქის თუნუქის ფურცელი. შესაბამისად, ანალოგებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია ასევე შრომითი დანახარჯები. მინიმალურია დანახარჯები სამშენებლო ტექნიკაზეც.

    დასრულებული კონსტრუქცია აღარ საჭიროებს ინტერიერის და ექსტერიერის მოპირკეთებას, შელესვას, შეღებვას. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ნორმალურ გარემო პირობებში, დასრულებული ნაგებობის კვადრატულის ღირებულება 75-95 დოლარია


აგების სიმარტივე და სისწრაფე

    აგების უმოკლესი ვადები - ანგარი 5 ჯერ უფრო სწრაფად შენდება ანალოგებთან შედარებით. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს 20-30 დღეში ავაგოთ 1000 + კვ. მეტრი ნაგებობა.

    პირველ ეტაპზე ხდება გრუნტის მომზადება და მარტივი საძირკველის მოწყობა რისთვისაც საკმარისია 3-5 დღე. შემდეგ, ობიექტზე განთავსდება მობილური ჩარხი და ადგილზევე მზადდება კონსტრუქციისთვის საჭირო ელემენტები. პროფილების ფორმირების პარალელურად მიმდინარეობს ნაგებობის მონტაჟი და 20-30 დღეში შენობა ექსპლუატაციაში შედის .


საიმედობა და სიმტკიცე

    ანგარი წარმოადგენს მონოლითურ ნაგებობას რომელიც შეგვიძლია შევადროთ დიდ კონსერვის ქილას. მთლიანი თუნუქის ფურცლისგან შექმნილი, სპეციალურად ფორმირებული თაღები ერთმანეთს ეკვრის ორმაგი „მარყუჟით“ და ასე იქმნება პრაქტიკულად მონოლითური სტრუქტურა. ანგარი ხასიათდება ძალიან მაღალი სეისმომედეგობით. მედეგია ქარის და თოვლის ძლიერი დატვირთვის მიმართაც და ერთ კვადრატულ მეტრზე 100+კილოგრამის დატვირთვაზეა გათვლილი. თუნუქის სისქის გაზრდით, ასევე შეგვიძლია ვუზრუველყოთ გაცილებით მაღალ დატვირთვებზე მედეგობა.

    ანგარის სტრუქტურიდან გამომდინარე, ნაგებობა პრაქტიკულად ჰერმენტული და წყალშეუღწევადია. ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში შეგვიძლია დავივიწყოთ წყლის გაჟონვის პრობლემა. რეალურად წყლის შეღწევის ერთადერთი ვარიანტი არის შენობის მთლიანად დატბორვა.


ნაგებობის ხანდაზმულობა და ექსპლუატაციის სიიაფე

    უკარკასო თაღოვანი სტრუქტურის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მოთუთიებული, თერმულად დამუშავებული თუნუქის სიცოცხლის ხანგძლოვოვაზე. ხარისხიანი თუნუქის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა ნორმალურ გარემოში 40-50 წელია. ამ დორის გასვლის შემდეგაც შესაძლებელია შენობა უბრალოდ გადაიღებოს და სიცოცხლის ვადა უსასრულოდ გაიზარდოს. რაიმე სხვა ტიპის დაზიანება თუ „დაბერება“ ანგარს არ ემუქრება.

    ანგარის გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში ექსპლუატაციის ხარჯები პრაქტიკულად ნულის ტოლია. არ საჭიროებს არანაირი ტიპის მიმდინარე, თუ კაპიტალურ შეკეთება-რემონტს. არ ვართ შეზღუდული შენობის განთავსების გეოგრაფიული არეალითაც. მშენებლობის სიმარტივე საშუალებას იძლევა სამშენებლო სამუშაოები ვაწარმოოთ თითქმის ნებისმიერ რელიეფზე რთულ კლიმატურ პირობებშიც. მშენებლობა არ საჭიროებს განსაკუთრებული სამშენებლო ტექნიკის მობილიზებას. იქნება უდაბნო, მთა თუ ვაკე, სადაც შეიძლება დადგეს ერთი ავტოამწე, ყველგან შეიძლება ანგარის აგება.

    ანგარს არ გააჩნია არანაირი კარკასი. შესაბამისად არ გააჩნია საყრდენი ბოძებიც, რაც მის გამოყენებას უნივერსალურს ხდის. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ლოჯისტიკურ თუ სამრეწველო პროცესებში არ ვართ შეზუდული არანაირი ბარიერით და ფართის სრულად ათვისება-გამოყენების საშუალება გვეძლევა. ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა პრიორიტეტები უკარკასო თაღოვან ნაგებობას აშკარა უპირატესობას ანიჭებს დანარჩენ კონკურენტებთან მიმართებაში.

Image 1 Image 1


გამოყენების სფეროები

მოხმარების სფეროებიდან მაინც ყველაზე მნიშვნელოვნია სოფლის მეურნეობა. ისევ და ისევ ნაგებობის ეკონომიურობიდან გამომდინარე, შედარებით დაბალბიუჯეტიანი სოფლის მეურნეობისთვის, ანგარი შეუცვლელი საშუალებაა. ძალიან ეფექტურია როგორც მარცვლეულის სათავსო. ამიტომაც ათასობით გვხვდება მარცვლეულის მწარმოებელ ქვეყბში. ნახევრად ღია ან დახურული მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ანგარი, მშრალი საკვების სათავსო. თბოსაზოლაციო ფენის შექმნით, ტემპერატურის და ტენიანობის რეგულირების დანადგარების მონტაჟით, შეგვიძლია მოვაწყოთ ხილის და ბოსტნეულის საწყობი ან მაცივარი. ხშირად გამოიყენება ასევე ღვინის მარნებში სხვადასხვა პროდუქციის, ნედლეულის თუ ტექნიკის საწყობად.

როგორც კლასიკური ანგარი, ასევე ჰიბრიდული ნაგებობა ძალიან ეფექტურია სამრეწველო საწარმოების თუ სასაწყობე მეურნეობების მოსაწყობად. საყრდენი კონსტრუქციის და ბოძების არარსებობა ზრდის სამრეწველო თუ ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაციიის ხარისხს. საწყობებში პროდუქცია დიდი ხნით განთავსდება და ამიტომ ხარჯების ოპტიმიზაციიისთვის მნიშვნელოვანია ლოჯისტიკური პროცესების გამარტივება და უსაფრთხოება. თაღოვანი სტრუქტურის ნაირსახეობები ნებისმიერი ტიპის პროდუქციის და ნედლეულის დასაწყობების საშუალებას იძლევა. ნაგებობის ეკონომიურობა და ექპლოატაციის დაბალი ხარჯი ზრდის სამრეწველო საწარმოს თუ სასაწყობე მეურნეობის ეფექტურობას.

მსოფლიოში ასევე არსებობს სამოქალაქო თუ სამხედრო ობიექტების ამ ტექნოლოგიით მშენებლობის დიდი გამოცდილება. საცხოვრებელი სახლები, ჰოსპიტლები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები, საგამოფენო და სავაჭრო სივრცეები, ბაზრობები, ავტოსერვისები, ავტოსამრეცხაოები, მსუბუქი თუ სატვირთო მანქანების გარაჟები, ანგარები სამოქალაქო და სამხედრო საფრენი აპარატებისთვის და კიდევ უამრავი სხვა.




ნაგებობის ტიპები

კლასიკური


კლასიკური ანგარის შემთხვევაში გვაქვს თაღოვანი სტრუქტურა რომელიც განათავსებულია პირდაპირ საძირკველზე. ამ შემთხვევაში, ნაგებობის ფორმიდან გამომდინარე, მისი საძირკველთან შეხების ადგილებში, ვღებულობთ ეგრეთწოდებულ მკვდარ წერტილებს, სადაც შეზღუდული გვაქვს გარკვეული აქტივობა. მაგალითად თაროების, მაღალი საგნების ან სამოძრაო ბილიკის კედელთან ახლოს განთავსება. გარკვეულწილად, ჩვენი აქტივობა უნდა „მოვარგოთ“ შენობის ფორმას. თუმცა აღნიშნული ტიპის მშენებლობა არის ყველაზე სწრაფი და იაფი როგორც პროექტირების, ასევე მონტაჟის ნაწილში



Image 1 Image 1



Image 1 Image 1



Image 1 Image 1

ჰიბრიდული


განსხვავებულია ჰიბრიდული ნაგებობა, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული და უკარკასო ტექნოლოგიების ნაზავს. ამ დროს შეგვიძლია ავაგოთ ჩვენივე მოთხოვნილების შესაბამისი სიმაღლის და შემადგენლობის კედლები და მხოლოდ გადახურვაში გამოვიყენოთ უკარკასო სისტემა. ამ ტექნოლოოგით შეგვიძლია მივიღოთ 36 მეტრამდე გადახურვის მალი ლითონის ფერმის ან სხვა ნებისმიერი მზიდი კონსტრუქციის გამოყენების გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, საოცარი მაჩვენებელია. ასევე უზარმაზარ უპირატესობას ვღებულობთ ფინანსური თუ მონტაჟის სისწრაფის თვალსაზრისითაც.

მისამართი: თბილისი, აფხაზავას ქუჩა 31

Mail: arkodevelompment@gmail.com

ტელეფონი: +995 599 155 511